ტურიზმი
28/04/2020

რესტორატორების მოლოდონი – გახსნიდან ერთი თვე კაფე-ბარები ცარიელი იქნება

რესტორატორები სექტორის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის თაობაზე ხვალ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრათან შეხვედრას გამართავენ.

ასოციაციის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ღია კაფე-ბარები ივნისიდან გაიხსნება, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობა მომხმარებლის გარეშე მოუწევთ.

კოტე გაბრიჩიძის თქმით, აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელშიც სექტორის წარმომადგენლებტან ერთად შესაბამისი სამინისტროც ჩაერთვება.

საწყის ეტაპზე რესტორატორები სახელმწიფო სტრუქტურებს კომუნალურ გადასახადებთან მიმართებაში დახმარებას და საბანკო სექტორთან  შუამდგომლობას სთხოვენ.

Businesspartner