ტურიზმი
25/06/2020

როდიდან მიიღებს საქართველო უცხოელ ტურისტებს ჯერ კიდევ უცნობია

ამ დრომდე უცნობი რჩება, მიიღებს თუ არა საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველო 1-ლი ივლისიდან. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტა, საკითხზე მსჯელობა სამთავრობო გუნდში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვაკვირდებით სიტუაციას არა მარტო ჩვენთან, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც და რაც მთავარია ევროკავშირთან. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯელობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები