ტურიზმი
11/09/2020

რომელ რეგიონში რამდენით შემცირდა სასტუმროს მომსახურების ფასები

შიდა ტურიზმის ანაბარა დარჩენილ სასტუმროებს საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუხდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები მომხმარებელს სასტუმროებმა კახეთში შესთავაზეს, დაახლოებით ფასები 50%-ით იყო შემცირებული; ზღვისპირეთში 40%-ით.

თბილისსა და სხვა რეგიონებში სექტემბერში შედარებით დაბალი ფასდაკლებებია, დაახლოებით 20%.

რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია კაახეთის (+8 პპ), ზღვისპირეთის (+2 პპ), სხვა რეგიონების (+3 პპ) და თბილისის (+1 პპ) სასტუმროებისთვის.

უქმეებზე კი გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა სხვა რეგიონებში და 40% შეადგინა, ხოლო კახეთისა და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის შემცირდა და 73% და 54% შეადგინა.

Businesspartner