ტურიზმი
28/12/2020

Ryanair-ი თბილისს 2021 წელს მოსანახულებელ მიმართულებებს შორის ასახელებს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი “ლოუქოსტერი” Ryanair-ი თბილისს 2021 წელს მოსანახულებად მიმართულებად ასახელებს. სტატიაში “2021 წელს სანახავი ადგილი Ryanair-თან ერთად” თბილისიცაა დასახელებული. 

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, 2020 წელს წელს COVID-19-ის ფონზე მსოფლიოს გაჩერებამ, ბევრ მოგზაურს გეგმები შეუცვალა. კომპანიას 2021 წლისთვის ვაქცინაციის ეიმედება და მიიჩნევს “სწორედ ახლა არის დრო, რომ დაიწყოთ ოცნება (და დაგეგმვა) თქვენი შემდეგი ავანტიურისა – სად არის საუკეთესო ადგილები 2021 წელს? ჩვენ დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ 2021 წლის ჩვენი მთავარი მიმართულებების არჩევას, რათა დაგეგმვა ცოტათი გაგვემარტივებინა”, - აღნიშნულია Ryanair-ის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

Ryanair-ის 2021 წლის TOP-21 მიმართულებაში თბილისი მოწინავე პოზიციაზეა. ავიაკომპანიის განმარტებით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული წერტილი გახდა. გარდა ტურისტული პოტენციალისა ყურადღება მახვილდება ქართულ და ევროპულ სამზარეულოზეც.

“დაისვენეთ ქალაქის ცნობილ გოგირდის აბანოებში, იმგზავრეთ საბაგირო გზით ნარიყალას ციხემდე და ეწვიეთ ჯვრისა და სვეტიცხოვლის მონასტერებს”, აღნიშნულია სტატიაში.

Businesspartner