ტურიზმი
21/05/2021

საბა კიკნაძე: ტურიზმის ინდუსტრიის დაახლოებით 30% ჩაიძირება

Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში გამოცოცხლება შეინიშნება, თუმცა მისი შედარება 2019 წლის მაჩვენებლებთან არ შეიძლება.

„ჩვენთან მოდის ის საზოგადოება და იმ ქვეყნებიდან, სადაც კოვიდინფექცია კარგად გადალახეს და ვაქცინირებულები არიან. ჩვენი სეგმენტია ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ. აქცენტი კი კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზეა. რაც შეეხება მოლოდინს, წელს თუ  2019 წლის მაჩვენებლის 20% შევასრულეთ, კარგი იქნება,“ - აცხადებს კიკნაძე.

მისივე ინფორმაციით, თუ საქართველოში ვაქცინაცია არ გააქტიურდა, არც ტურიზმის კუთხით გვექნება წინსვლა და მით უმეტეს, არც ეკონომიკის. კიკნაძის ინფორმაციით, სიტუაციის ასეთი  სცენარით გაგრძელების შედეგად, ინდუსტრიის დაახლოებით 30% ჩაიძირება.

 

Businesspartner