ტურიზმი
15/09/2020

საქართველო 2 დღის განმავლობაში UNWTO-ს აღმასრულებელ საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

დღეიდან საქართველო 2 დღის განმავლობაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს.

ღონისძიებას ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. მხარეები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

2 დღიანი შეხვედრების ფარგლებში, მოეწყობა საინვესტიციო პანელიც, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ბიზნეს-ხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს გაუზიაროს.

სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების დაცვით ჩატარდება.

Businesspartner