ტურიზმი
27/05/2021

საქართველო-საბერძნეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 3 ივნისიდან განახლდება

საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 3 ივნისიდან განახლდება.

ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას კი ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

ავიაკომპანია Aegean Airlines-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 25 მაისს მიანიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები