ტურიზმი
16/11/2021

საქართველომ ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან $142.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა $142.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურად $127.1 მლნ-ით არის გაზრდილი, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით კი $124.6 მლნ-ით (-46.7%-ით) ნაკლებია.

ოქტომბერში შემოსავლების 15.5% ($22 მლნ) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. რუსეთის წილის $18.3 მლნ-ია, ისრაელის $15.5 მლნ,  თურქეთის $14.8 მლნ, უკრაინის $14.5 მლნ და საუდის არაბეთის $9.5 მლნ–იანი წილი.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და Covid-19-ის პანდემიამდე სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. შესაბამისი სტატიტიკური მონაცემები, საგადასახადო ბალანსის კომპონენტია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები