ტურიზმი
17/05/2022

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ზე მონაწილეობს

18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მიიღებენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.

აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2022-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

ROUTES EUROPE 2022  ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების გზებსა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები