ტურიზმი
04/06/2021

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია OMAN AIR-ი იწყებს

მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR მასკატი - თბილისი - მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 2 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

მასკატი - თბილისი - მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიანიჭა. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

 

Businesspartner