ტურიზმი
18/06/2022

"საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში" - პორტუგალიური მედია

„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში" - საქართველს ტურისტულ შესაძლებლობებზე პორტუგალიური მედია წერს. Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა, სტატიაში აღნიშნავს, რომ პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. "საქართველო გამორჩეულია ხალხით, ლანდშაპტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“,-  აღნიშნავს ჟურნალისტი.

სტატიას საქართველოს შესახებ პორტუგალიური viagens.sapo-ც აქვეყნებს. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა,  დაცული ტერიტორები და ქართული სამზარეულო გააცნეს.

 პრეს-ტურის 5 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს, დაათვალიერეს ვანი, მარტვილი, სოფელს გორდი. ეწვევივნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.

“იმერეთსა და სამეგრელოში ორი ხეობაა, რომლის სილამაზეც სუნთქვის შემკვრელია.  ოკაცეს და მარტვილის კანიონები ბუნების ძეგლებია. აქ მოხვედრა ლაშქრობით არის შესაძლებელი. რომ დატკბეთ ხედებით ორივე კანიონს დიდი ხნით უნდა ეწვიოთ“,- ასე აღწერს Viagens.sapo-ს ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას.

პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა. პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022