ტურიზმი
09/08/2021

სასტუმრო "ბანგურიანი": წელს მესტიაზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია

მესტიაში არსებულ სასტუმროთა ნაწილში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯავშნები უქმდება.

36 ნომრიანი სასტუმრო „ბანგურიანი“  ზაფხულის სეზონზე ტურისტთა შემცირებულ  საუბრობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა ლევან ჯოჯუამ განუცხადა, წელს მესტიაზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია, რადგან გასულ წელს ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეზღუდვა და „ლოქდაუნებიც“ იყო, ბევრად კარგი მუშაობა და კარგი შედეგები ფიქსირდებოდა.

„წელს მესტიაში ქართველები აღარ ამოდიან, ძირითადი მიზეზი ალბათ არის ის, რომ გაიხსნა საზღვრები და ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ ისვენებენ.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, სვანეთში პოსტ საბჭოთა ბაზარი აქტიური არ იყო. მხარეს უფრო ევროპელი სტუმარი ჰყავდა, იყვნენ კორეელები, ჩინელები, ისრეალელები,“ - აცხადებს ჯოჯუა.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად დამძიმდა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯავშნები მუდმივად უქმდება.

 

Businesspartner