ტურიზმი
07/09/2020

სასტუმრო “დრიმლენდ ოაზის ჩაქვში“ არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა

სასტუმრო “დრიმლენდ ოაზის ჩაქვში“ არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს გენერალურმა  დირექტორმა კოკა გეგუჩაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფაქტის გამოვლენიდან 48 სააათში სასტუმრო „ოაზისი“ მწვანე ზონად გამოცხადდა. “იმ დღეს Check in-ი  და Check out-ი არ მივიღეთ, ხარჯები კი ჩვენს თავზე ავიღეთ,“ - აცხადებს გეგუჩაძე.

მისი განცხადებით, ამის შემდეგ სასტუმრო სრული დატვირთით, შეუფერხებლად მუშაობს. რაც შეეხება სტატისტიკას, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აქტივობა დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული. ასევე 30%-ით შემცირდა განთავსების ფასებიც.

შეგახსენებთ, „დრიმლენდ ოაზისი“  3 სექტემბერს, რამდენიმე საათით  ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები