ტურიზმი
11/08/2020

სასტუმრო “ესკიზის“ ქსელს “ესკიზი თბილისი“ და “ესკიზი გუდაური“ შეემატება

სასტუმრო „ესკიზი“ ფართოვდება. ქსელს მალე „ესკიზი თბილისი“ და “ესკიზი გუდაური“ შეემატება. როგორც ცნობილია, „ესკიზი“  ქალაქ თელავის შუაგულში მდებარე, თანამედროვე დიზაინით აღჭურვილი ახალი თაობის სასტუმროა, რომელიც 120 სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს 57 ნომერს, 2 სარესტორნო სივრცეს, აუზს და ღვინის მარანს.

სასტუმრომ დამსვენებლებისთვს მიღება ივლისიდან დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ “ესკიზი“ სტუმრებისთვის ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც სასატუმროს დამფუძნებელმა, ლევნ თორაძემ განაცხადა, სასტუმროში დასაქმებულია 73 თანამშრომელი, რომელთა 95% ადგილობრივია.

აღსანიშანვია, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი გახარიამ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კახეთში ახლადგახსნილი სასტუმრო „ესკიზი“ მოინახულა.

Businesspartner