ტურიზმი
04/08/2021

სასტუმრო "მეტეხარა": ეპიდემიის გამო, ტურისტულმა კომპანიამ დღეს 3 ჯავშანი გაგვიუქმა

ამბროლაურში მდებარე საოჯახო სასტუმრო „მეტეხარას“ მფლობელი ლელა ბერაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ პანდემიამდე „მეტეხარაში“ უცხოელი ტურისტები მრავლად იყვნენ წარმოდგენილი, დღეს ეს ვითარება შეცვლილია და სასტუმროს შიდა ტურიზმე მუშაობა უწევს, რაც იმ ოდენობის შემოსავალს ვერ იძლევა, რაც პანდემიამდელ პერიოდში იყო.

ბერაძის ინფორმაცით, მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე დღეა მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ტურისტულმა კომპანიამ, რომელიც მათთან თანამშრომლობდა 3 ჯავშანი  გააუქმა. 

„უცხოელ ტურისტებს უნდოდათ ჩამოსვლა და  ეპიდემიის გამო გააუქმეს ადგილები. ეპიდემიამდე ჯავშნებს 1 თვით ადრე  აკეთებდნენ, ახლა ასეთი ტენდენცია არ არის, შემცირდა დასასვენებელი პერიოდიც. ახლა 15 აგვისტომდე ჯავშნები მაქვს, სხვა დროს კი სექტემბერ-ოქტომბერშიც აქტიურობა იყო. ტურისტები ზამთარშიც მყავდა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხალხი ვერ გეგმავს დასვენებას, - აცხადებს ბერაძე.

 

Businesspartner