ტურიზმი
02/08/2021

სასტუმრო ოლიმპო: პანდემიამ ქართველებს ჩვენი კურორტები გააცნო

საირმეში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ოლიმპო“ ტურისტებს აქტიურად იღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს ადმინისტრატორი ნატალია  თევდორაძე აცხადებს, ამ დროისთვის დამსვენებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივები წარმოადგენენ, თუმცა არიან უცხოელი ტურისტებიც, მათ შორის სტუმრები აზერბაიჯანიდან.

„2019 წლის აქტივობის მესამედია ახლა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჯავშანს აუქმებენ, სულ ასეთი ორი შემთხვევა გვქონდა. დაბალი აქტივობის მიზეზი საზოგადოებაში მძიმე სოციალური ფონია, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა,“ - აცხადებს თევდორაძე.

მისივე განმარტებით, ადგილობრივების გარკვეულმა ნაწილმა კურორტი საირმის შესახებ ახლა გაიგო. „პანდემიის შედეგად კი ქართველებს საშუალება მიეცათ გაეცნონ ჩვენს ბუნებას, საირმის ბუნების ძალას და იმ ბენფიტებს, რაც კურორტს აქვს,“ - აცხადებს თევდორაძე.

სასტუმრო „ოლიმპოს“ ადმინისტრატორის ინფორმაციით, სასტუმროს 2 ადგილიან ნომერში 3-ჯერადი კვებით განთავსება 160 ლარი ჯდება. რაც შეეხება  მოლოდინებს, დადებითია.

საირმე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით და რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტია. ის ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები