ტურიზმი
16/06/2021

სასტუმრო Travelers-ი: ამბროლაურში ტურისტი ფულს ვერ ხარჯავს

რაჭაში, საოჯახო სასტუმრო Travelers-ის დამფუძნებელი სოსო მელაშვილი მოახლოებულ საკურორტო სეზონზე და მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი განცხადებით, პრობლემას ქმნის ის, რომ რეგიონში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის კაფეები, ბარები, რესტორნები, რაც ჩამოსულ ტურისტს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის.

როგორც მელაშვილი აღნიშნავს, ამბროლაურში ჩასული ტურისტი ფულს ვერ ხარჯავს.

„ჩვენთან კვების ობიექტები და გასართობი ცენტრები ნაკლებად არის. სანაოხაობრივად ჩვენი მხარე კარგია, მაგრამ ტურისტს გართობაც სჭირდება და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და არსებული რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის. ამ მიმართულებით საფიქრია, საკითხი დაყენებული მაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტშიც, თუმცა რეაგირება ჯერ-ჯერობით არ არის,“ - აცხადებს მელაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებით, მელაშვილი აღნიშნავს, რომ მიზეზი საბანკო სექტორში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.

როგორც სასტუმრო Travelers-ის დამფუძნებელი აცხადებს, 3 ნომრიანი სასტუმრო სტუმრებს მიღებას ივლისიდან დაიწყებს.

Businesspartner