ტურიზმი
23/09/2022

სასტუმროების შემოსავლები რეგიონებში უფრო სწრაფად აღდგა - გალტ & თაგარტის კვლევა

სასტუმროს შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს ტურისტული ვიზიტების ნაწილობრივი აღდგენის გამო.

როგორც გალტ & თაგარტის კვლევაშია ნათქვამი, რეგიონების უფრო სწრაფი აღდგენა განპირობებულია შიდა ტურიზმით.

რაც შეეხება დასაქმებას ტურიზმის სფეროში, ნაწილობრივი აღდგენაა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სექტორში, ეკონომიკის სხვა სექტორებში სრული აღდგენისგან განსხვავებით. 

"ხელფასები იზრდება, რაც ასახავს როგორც ზოგად ტენდენციას (რაც ასევე სახეზეა სხვა სექტორებშიც), ასევე მუშახელის დეფიციტს. მუშახელის დეფიციტი სავარაუდოდ დარჩება გრძელვადიან პრობლემად სექტორისთვის, რადგან პანდემიის გამო ტურიზმის შეჩერებამ სექტორი ნაკლებად მიმზიდველი გახადა სამუშაოს მაძიებლებისთვის", - აღნიშნულია კვლევაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები