ტურიზმი
15/09/2020

სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა

სათაფლიაში ახალი ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო. ახალი ბილიკი უკვე გაიხსნა და ლაშქრობის მოყვარულებს ბილიკზე შესვლა უფასოდ შეუძლიათ.

ოთხ კილომეტრიანი ბილიკი მარტივი საფეხმავლოა, მარკირებულია და მის გასწვრივ დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები.

სათაფლიაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

სათაფლია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, 120 მლნ წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევით.

დინოზავრების ნაკვალევის დათვალიერების გარდა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ახლა სათაფლია კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მანამდე არსებულ 2 მარტივ საფეხმავლო ბილიკს კიდევ 1 დაემატა, და მათი საერთო სიგრძე თითქმის 7 კმ-ია. 

Businesspartner