ტურიზმი
16/09/2020

სებ: საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალი მინიმალურია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში წლიურად 96%-იანი კლებაა.

სებ-ის წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ივლისში წლიურად 5.5%-ით შემცირდა. თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება გრძელდება, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება.

ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა, თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად, იმპორტიც წლიურად 19%-ით შემცირდა.

Businesspartner