ტურიზმი
05/11/2021

სექტემბერში Airbnb-ის ბაზრის შემოსავლები 64%-ით შემცირდა

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებამ Airbnb-ის ბაზარზეც იქონია გავლენა. შედეგად, თბილისის Airbnb-ის ბაზრის შემოსავლები კლების დინამიკას განაგრძობს.  

სექტემბერში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ბაზრის შემოსავალი 64%-ით შემცირდა.

TBC Capital–მა ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 51%-ით აღდგა.

Businesspartner