ტურიზმი
22/10/2020

სექტემბერში დიდი სასტუმროების ფასების ინდექსი თითქმის 9%-ით არის შემცირებული

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2020 წლის სექტემბერში, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 2.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები შემცირდა 8.3%-ით, - მონაცემებს PMCG ავრცელებს. 

რაც შეეხება 2020 წლის სექტემბერს, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.8%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3%-ით.

2020 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 221 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 70 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 335 ლარი შეადგინა. სამცხე-ჯავახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 440 ლარი შეადგინა, გურიაში – 433 ლარი, თბილისში – 430 ლარი, ხოლო კახეთში 345 ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები