ტურიზმი
06/10/2021

სექტემბერში ქუთაისის აეროპორტი 43 926 მგზავრს მოემსახურა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას აჩვენებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა (2019 სექტემბერი - 91,713 მგზავრი).

დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის მიმართულებითაც, აეროპორტში რეისების 64% აღდგა და მოემსახურა 192 რეისს ( 2021 სექტემბერი - 302 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს.

"31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.

 

 

Businesspartner