ტურიზმი
28/07/2020

შევა თუ არა სიღნაღის სასტუმროს მართვაში Sheraton-ი წლის ბოლოს გაირკვევა

შევა თუ არა სიღნაღის სასტუმროს მართვაში ცნობილი ბრენდი Sheraton-ი 2020 წლის ბოლოს გაირკვევა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

როგორც გოგილაშვილი განმარტავს, სასტუმრო უკვე უნდა დასრულებულიყო, მიმდინარეობდა კადრების შერჩევაც, თუმცა პანდემიამ პროცესი გააჭიანურა.

მისივე განცხადებით, სასტუმრო 130-ნომრიანი იქნება. ბრენდთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. საუბარია საერთაშორისო ოპერატო Sheraton-ზე.

სიღნაღის მერის ინფორმაციით, პროექტის ინვესტორი ბიზნესმენი გივი ჩხარტიშვილია. 

 

Businesspartner