ტურიზმი
27/08/2020

შიდა ტურიზმზე მოთხოვნამ აგვისტოში სასტუმროებს დატვირთულობა გაუზარდა

ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონის და ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 7%-ია, ზღვისპირეთში 26%, კახეთში 36% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 23% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის
ჩათვლით).

გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო თბილისის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა

რაც შეეხება უქმეების დატვირთულობას, გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (44% და
36%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის გაზრდილია (32%)

კახეთის და ზღვისპირეთის დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში
დაახლოებით განახევრებულია, ხოლო სხვა სასტუმროები ნაკლებ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

 

Businesspartner