ტურიზმი
13/05/2021

შოთა ბურჯანაძე: ტურიზმის სექტორში ვაქცინაცია შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნის სტიმულს იძლევა

„ქვეყნის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ე.წ. მწვანე ზონაში მიიღოს ის სერვისები, რასაც მათ ტურისტული სფერო სთავაზობს,“ - ასე გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ტურისტული სექტორის კოორდინირებული ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

„ის რომ ჩვენს სფეროს შესაძლებლობას მივცემთ, დავანახოთ ეპიდემიოლოგებს თუ ხელისუფლებას, რომ გარკვეულწილად პასუხისმგებლობით ეკდება სფერო ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ეს სტიმული იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა მოიხსნას, იფუნქციონიროს სფერომ და გარკვეულწილად ის შეზღუდვა, რაც არის კომენდანტის საათი , ესეც იქნას გადატანილი ან მოხსნილი. “ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ამ ეტაპზე ტურიზმის მიმართულებით მოლოდინები პესიმისტურია, თუმცა თუ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და საზოგადების დიდ ნაწილს აცრის შესაძლებლობა მიეცემა, შესაძლებელია სურათი რადიკალურად შეიცვალოს.

Businesspartner