ტურიზმი
10/02/2021

“შუხმან ვაინს ჯორჯია“ ტურისტული ობიექტების რეგიონალურად განვითარებას გეგმავს

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ ტურისტული ობიექტების რეგიონალურად განვითარებას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მორიგი პროექტი დასავლეთ საქართველოში განხორციელდება.

„დაგეგმილი გვაქვს რეგიონალურად შუხმანის ტურისტული ობიექტების განვითარება, როგორიცაა გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. რეალობამ გვაჩვენა, რომ ტურიზმი მხოლოდ სასტუმროთი არ შემოიფარგლება და იმისთვის, რომ კომპანია და ქვეყანა იყოს კონკურენტუნარიანი, სტუმარს უნდა შევთავაზოთ დივერსიფიცირებული პაკეტები და მე ვფიქრობ, რომ იწყება სწორედ გამაჯანსაღებელი ტურისტული ობიექტების ერა.

გვინდა ჩვენი ღვინის კვალი დავტოვოთ რეგიონებში, ამ საკითხზე კომპანია მუშაობს ძალიან აქტიურად. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ჩვენც მოგვიხდა პროექტების გადახედვა. ვფიქრობთ, რომ უნდა გამოვიყენოთ პასიური კოვიდის კრიზისი იმისთვის, რომ ახალი სიმძლავრეებით დავხვდეთ პოსტკოვიდურ რეალობას და სტუმრებს სხვადასხვა სახის ტურისტული პროდუქტები შევთავაზოთ.“-განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

Businesspartner