ტურიზმი
22/11/2021

Spend 4 Seasons in Georgia-ს შეთავაზება ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს

Spend 4 Seasons in Georgia შიდა ტურიზმის მხარდასაჭერას აგრძელებს და Black Friday-სთან დაკავშირებით, ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, 3 დღის განმავლობაში, ჯგუფში ტურისტული პროდუქტის/მომსახურების შესახებ სხვადასხვა შეთავაზება და ფასდაკლებები სრულიად უფასოდ განათავსონ.

შეთავაზების განხორციელებას შეძლებენ: განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, მარნები, ტურისტული კომპანიები და გიდები.

იმისთვის, რომ ტურისტული კომპანია ჩაერთოს პროცესში, მათი შეთავაზება უნდა პასუხობდეს შემდეგ პირობებს:

მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ინფორმაცია ფასდაკლების თაობაზე;
უნდა ერთვოდეს ფოტო (არაუმეტეს სამი ფოტო) ან ვიდეო მასალა და საკონტაქტო ინფორმაცია;

და რაც მთავარია, ინფორმაცია უნდა იყოს ორენოვანი, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ფასდაკლება და შეთავაზებები, რომელიც Black Friday 2021-ის ფარგლებში განთავსდება, განკუთვნილი იქნება Spend 4 Seasons in Georgia-ს ჯგუფის, როგორც ქართველო, ასევე უცხოელი წევრებისთვის და მიზნად ისახავს მათ წახალისებასა და სექტორის ხელშეწყობას.

გაატარე 4 სეზონი საქართველოში სოციალური კამპანიაა, რომელიც 2019 წლის ივნისში, რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის საპასუხოდ დაიწყო. გასული წლების განმავლობაში კამპანიამ სექტორის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი განახორციელა. ამჯერად ჯგუფში 300 000-ზე მეტი ადამიანია და ტურიზმის სექტორის მთავარ მხარდამჭერი პლატფორმაა.

Businesspartner