ტურიზმი
09/08/2021

სვანეთში სასტუმრო Chubu 10%-იანი დატვირთვით მუშაობს

მესტიაში სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ უდესიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ დროისთვის სასტუმრო თვეში დაახლოებით 10%-იანი დატვირთულობით მუშაობს. სასტუმროს ამ დროისთვის ადგილობრივი დამსვენებლები სტუმრობენ.

„მთავარია ბიზნესი და სასტუმროში დასაქმებულები შევინარჩუნო,“ - აცხადებს უდესიანი.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა შეთავაზებას მთავრობისგან იმუშაოს სასტუმრომ კოვიდ სასტუმროს სტატუსით, უდესიანი აცხადებს, რომ მსგავსი წინადადებით არავის მიუმართავს, თუმცა ხელისუფლების შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდებიან.

სასტუმრო Chubu მესტიაში, ცენტრიდან 300 მეტრში მდებარეობს. 30 ნომრიანი სასტუმრო დამსვენებელს ქართული სამზარეულოს გარდა, ცხენით, ველოსიპედით გასეირნებას, თხილამურებით სრიალს და სხვა აქტივობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

"ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები