ტურიზმი
27/07/2020

თანაინვესტირების ფონდი სიღნაღში 4*-იან სასტუმროს 2021 წელს გახსნის

სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მართვაში და იქნება თუ არა ეს საერთაშორისო ბრენდი, ფონდში განმარტავენ, რომ სასტუმროს ოპერატორობას ადგილობრივი ბრენდის ქვეშ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივი გუნდი უზრუნველყოფს.

„ეს ახალი ბრენდი იქნება, მაგრამ ბრენდის სახელწოდება ჯერჯერობით კონფიდენციალურია“, - განმარტავენ ფონდში.

დღეის მდგომარეობით, მისი საინვესტიციო მოცულობა 22 მილიონი აშშ დოლარია. 

130-ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360-გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს.

 

Businesspartner