ტურიზმი
25/11/2022

თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - საქართველო-ხორვატიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო და ხორვაია ტურიზმის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას იწყებს, - მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ხორვატიის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრომ მოაწერა.

მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყანის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

მხარეები იმედოვნებენ, რომ მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები