ტურიზმი
31/10/2022

TAV Georgia: 2023 წელს თბილისის აეროპორტში 3.3 მლნ-მდე მგზავრს ველოდებით

თბილისის აეროპორტი 2023 წლისთვის ახალი ავიაკომპანიების გამოჩენას და მგზავრთა ნაკადის მატებას ელის.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წელს 2.8 მლნ მგზავრით დახურავს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ დავუბრუნდით 2019 წლის ციფრებს და ამის მრავალი მიზეზი არსებობს დღეს. ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს 3.3 მლნ-მდე მგაზვრის მიღებას შევძლებთ.

რაც შეეხება ახალ ავიაკომპანიებს, როგორც იცით, წინა კვირას ახალი სომხური ავიაკომპანია შემოვიდა ბაზარზე, ასევე გვაქვს რამდენიმე ახალი ევროპული მიმართულება და 2023 წლისთვისაც გვაქვს მოლაპარაკებები არაერთ ავიაკომპანიასთან, ამ ეტაპზე დეტალზებზე ევრ ვისაუბრებ",-ამბობს თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, "ტავ ჯორჯია" TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. 

Businesspartner