ტურიზმი
15/06/2021

TBC Capital-ის პროგნოზით, ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლიდან გადააჭარბებს

TBC Capital-ის პროგნოზით, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი 2019 წლის დონეს 10%-ით გადააჭარბებს.

მაისში საქართველომ ტურიზმიდან -72.7%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წლის იგივე თვეში, რაც აპრილთან შედარებით (-81.3%) გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ივნისის პირველ კვირაში ასევე გაუმჯობესებულია თიბისი სარხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებისზრდის ტემპი.  

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს საქართველო ტურიზმიდან დაახლოებით %1.3 მლრდ–ს შეადგენს, ხოლო 2022 წელს $3.6 მლრდ–ს მიიღებს.

სცენარი გარკვეული ალბათობით ითვალისწინებს დამატებითი ჩაკეტვის რისკს, რომლის გარეშეც პოტენციურად უფრო მაღალი ზრდა არის მიღწევადი.

Businesspartner