ტურიზმი
12/07/2021

TBC Capital: ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 286.8%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, მაისში 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში წ/წ 286.8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს.

TBC Capital–ის მონაცემებით, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა. რეგიონულ ჭრილში, 2021 წლის ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად, 81.9%-ით შემცირდა.

ამასთან, აღდგენის დინამიკა შეინიშნება დსთ-ის ქვეყნებიდანაც. მაისში -88.1%-ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. 

 

Businesspartner