ტურიზმი
14/06/2021

TBC Capital: მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 188.1%-ით გაიზარდა

TBC Capital-ის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ბოლო ორი თვეა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. აპრილში წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი 140.4%-ით, მაისში კი 188.1%-ით გაიზარდა.

საგრძნობლად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება.

2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, აპრილში 85%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები მაისში 83.1%-ით შემცირდა. სავარაუდოდ, ტურისტული შემოსავლების ჭრილში, აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

Businesspartner