ტურიზმი
15/06/2021

TBC Capital: საქართველოში ტურისტული ვიზიტების დინამიკა უმჯობესდება  

2021 წლის მიმდინარე კვარტალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპი წინა კვარტალთან შედარებით შესამჩნევად გაუმჯობესებულია.

TBC Capital-ის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 96.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 23%-ს უტოლდება.

დინამიკა არაერთგვაროვანია ქვეყნების მიხედვით, თუმცა გაუმჯობესებაა რეგიონშიც, შედარებით სწრაფი ტემპით - თურქეთში, სადაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ტურისტებზე არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტების ნახევარზე მეტი აღდგა, ასევე შედარებით უმჯობესდება ვიზიტების დინამიკა თურქეთიდან და აშშ-დან.

საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ გაუმჯობესება ძირითადად საჰაერო მიმოსვლითაა განპირობებული, თუმცა ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა აღდგენას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ბათუმის აეროპორტის გავლით განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, რაც მაისში 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 35%-ით ჩამორჩება.

თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში კლება -74%-ს და -83%-ს შეადგენს. სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნა სექტორის აღდგენას მეზობელი ქვეყნების ხარჯზე დააჩქარებს, რომლებზეც 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 71% მოდიოდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ვიზიტორ ქვეყნებში ვაქცინირებული მოსახლეობის მაჩვენებელი, რაც შედარებით დაბალია რეგიონში.

 

Businesspartner