ტურიზმი
26/08/2020

თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე დამატებითი ავიარეისი შესრულდება

მგზავრთა გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე დამატებითი ავიარეისი დაინიშნა. რეისი 27 აგვისტოს შესრულდება. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებოს ინფორმაციით, ავიარეისის შესრულების განრიგი ასეთია:

▪ თბილისი – ბათუმი, გაფრენა 10:00/ჩაფრენა 11:00;

▪ ბათუმი – თბილისი, გაფრენა 12:00/ჩაფრენა 13:00.

👉 ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/ge/tickets

Businesspartner