ტურიზმი
02/09/2020

თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 10-15 მლნ დაჯდება

თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ინტერესთა გამოხატვას უკვე აანონსებს.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 10-15 მლნ ლარია.

პროექტის მიხედვით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.

პროექტის კონცეფცია ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“ შეიმუშავა.

მერი ამბობს, რომ ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და ეს გათვალისწინებული იქნება.

Businesspartner