ტურიზმი
16/07/2020

თრეველგაიდი: ადგილობრივი მოგზაურების დაჯავშნილი ტურები 30%-ით შემცირდა

საერთაშორისო მოგზაურობების გარდა მოთხოვნა შიდა ტურიმზეც შემცირებულია. ტურისტულ ონლაინ პლატფორმა „თრეველგაიდიში“ ამბობენ, რომ ადგილობრივი მოგზაურების მხრიდან დაჯავშნილი ტურების ოდენობა წინა წელთან შედარებით საშუალოდ 30%-ით შემცირდა.

კლების მიუხედავად, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შიდა მოგზაურობაზე დაინტერესება მზარდია და საერთო შემცირებაც შესაძლოა, მოკლე პერიოდში აღმოიფხვრას.

„თრეველგაიდის“ ცნობით, ქართველი დამსვენებელი უპირატესობას ძირითადად მაღალმთიან სოფლებს და კახეთის რეგიონს ანიჭებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები