ტურიზმი
03/11/2020

"თრეველგაიდს" ახალი ფუნქცია დაემატა, ჰონორარის მიღებას მომხმარებლებიც შეძლებენ

„თრეველგაიდი“ განახლდება და მას ტურისტული სოციალური ქსელის ფუნქციებიც დაემატება, - სტარტაპერებმა პანდემიის პერიოდში სამოგზაურო ონლაინ პლატფორმის განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობა დაასრულეს.

მომხმარებლები საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასზე ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალის განთავსებას შეძლებენ. სოციალურ ქსელში ატვირთული ფაილით მომხმარებელი ჰონორარის გამომუშავებას შეძლებს, თანხა კი რომელიც მას დაერიცხება, მასალის ნახვებისა და მოწონებების რაოდენობით განისაზღვრება.

"თრეველგაიდის" დამფუძნებელი "ბინზესპარტნიორთან" ამბობს, რომ საკუთარი პროფიალის გახსნას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ამის სურვილი ექნება.

"მომხმარებელი შეძლებს განათავსოს მის მიერ გადაღებული ვიდეო, აუდიო თუ ფოტო კონტენტი. კონტენტს ფასი მისი მიმდევრებისა და ფოლოუერების რაოდენობის მიხედვით აეწევა, ანუ ეს იქნება ერთგვარი ე.წ. "მარკეტ ფლეისი", სადაც მაღალრეიტინგული ადამიანის კონტენტს უფრო მაღალი შემოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე დამწყებს, მაგრამ ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობები და კონკურენტული პირობები", - განმარტავს გუჯა ნარიმანაშვილი.

Businesspartner