ტურიზმი
20/08/2020

"ციბენა“ ამბროლაურში სასტუმრო ინფრასტრუქტურას აფართოებს

ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენა“ გაფართოებას გეგმავს. კომპანიას დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით შესაბამისი ფართი უკვე შეძენილი აქვს.

50 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო, მოსასვენებელ, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად დამსვენებელს სთავაზობს ტურისტულ აღჭურვილობასაც, რომელიც მფლობელმა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეიძინა.

თანადაფინანსების მოცულობამ 4 600 ლარი შეადგინა. სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ველოსიპედით, ნავით და კარვებით.

სასტუმროს დამფუძნებელმა, მერაბ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს უცხოელი მოგზაურები შიდა ტურისტულმა ნაკადებმა ჩაანაცვლა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები