ტურიზმი
10/01/2023

"ტურისტულებს ექნებათ ვალდებულება, მგზავრს გადახდილი თანხა მოთხოვნისთანავე დაუბრუნონ"

ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის  გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ტურისტული სექტორი მარეგულირებელი კანონპროექტის (რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს) გარკვეულ პუნქტებს ეწინააღმდეგება.

მისი განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტურისტულ კომპანიას აქვს ვალდებულება მგზავრს  გადახდილი თანხა ნებისმიერ მომენტში დაუბრუნოს, თუ ეს მას მოუნდება.

ქუცნიაშვილის მოსაზრებით, ეს სამწუხაროდ,  ძალიან ბევრ რამეს ეწინააღმდეგება.

„ტურსიტულ კომპანიას თუ ავიაკომპანიასთან გადახდილი აქვს ავიაბილეთის ღირებულება, ის ასე მარტივად  თანხას არ აბრუნებს. ასეთ დროს, ჯავშნების 90% თითქმის არადაბრუნებადია, აქედან გამომდინარე, ტურისტულ კომპანიისთვის ეს ვალდებულება დამატებითი ხარჯი იქნება. ამ კანონპროექტში საკმაოდ ბევრი დეტალია დასარედაქტირებელი,“-აცხადებს ქუცნიაშვილი.

მისი განცხადებით, ტურისტული სექტორი და კონკრეტულად, კომპანია "ვოიაჟერ 365"-ი კანონპროექტის განხილვის პროცესში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. აქედან გამომდინარე, ქუცნიაშვილი იმედოვნებს, რომ იქამდე სანამ დოკუმენტს კანონის ძალა მიეცემა, აღნიშნული პუნქტები სექტორის პოზიციების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

ქუცნიაშილის განცხადებით, დოკუმენტში,კანონის ამოქმედების ვადები გაწერილი არ არის.

შეაგახსენებთ,უახლოეს მომავალში  ტურიზმის სექტორს სრულიად ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი  წელს ექნება. მან 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდსა ჩაანაცვლოს. ახალი ნორმატიული დოკუმენტის პროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები