ტურიზმი
24/04/2020

ტურისტული კომპანია “გოუ ტური” მომხმარებელს ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერებს სთავაზობს

ტურისტულმა კომპანია “გოუ ტურმა” ქართულ ტურისტულ ბაზარზე, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერები. საუბარია 50, 100 და 200 ლარიან ვაუჩერებზე, რომელთა შეძენა შესაძლებელია, შესაბამისად – 30, 50 და 80 ლარად.

როგორც კომპანია “გოუ ტურის” დირექტორმა, ნინო წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაუჩერების შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით. მისივე თქმით, ვაუჩერი, რომლის შეძენაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს, როგორც პირადი მოგზაურობის დროს და თავად დარჩეს მოგებული, ასევე, არის ძალიან კარგი სასაჩუქრე საშუალება მეგობრების, ახლობლებისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის. ვაუჩერების განაღდების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და მოქმედებს ტურის შეძენისას, ნებისმიერი მიმართულებით.

“მსოფლიო პანდემიის პირობებში, ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურისტულმა სექტორმა. რეალურად, ჩვენი მუშაობა შემოიფარგლება გაყიდული ტურების უკან დაბრუნებით და გვინდოდა მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რაც, ამ გაჩერებულ პერიოდში ჩვენ საყვარელ მომხმარებელში პოზიტივს შემოიტანდა. ვაუჩერების განაღდებისას, კომპანია “გოუ ტური” თავის მომხმარებელს გადასცემს ბაზარზე ასევე ახლადგამოტანილ, პირველ ტურისტულ “Go Club”- ის ბარათს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენი მომხმარებელი, სხვა ობიექტების ფასდაკლებებითაც ისარგებლებს”, – აცხადებს წიკლაური.

ცნობისათვის, “გოუ ტური” ქართულ ტურისტულ ბაზარზე უკვე რვა წელია წარმატებით ფუნცქიონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ცდილობს იყოს ინოვაციებით გამორჩეული და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული კომპანია.

Businesspartner