ტურიზმი
20/08/2020

ტურიზმის პროგრამებზე მომსახურების მიღება 81 ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

„თუ ხარ ან გინდა გახდე მეწარმე, ფერმერი, გსურს ჩაერთო ტურისტულ ბიზნესში, მაშინ მიიღე სახელმწიფო პროგრამებზე წვდომის გამარტივებული და ხელმისაწვდომი მომსახურება 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში“-ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს 20-ზე მეტ პროგრამას ერთ სივრცეში აერთიანებს.

 პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია პორტალზე - programs.gov.ge

Businesspartner