ტურიზმი
27/05/2021

"ტურიზმის სექტორს 25%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ" - "ეიჩესი ჯგუფი" ტურიზმის სექტორისთვის

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "ეიჩესი ჯგუფი“ 2016 წელს შეიქმნა.

5 წლის განმავლობაში ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სერვისების უზრუნველყოფის მიმართულებით „ეიჩესი ჯგუფი“ 100-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს. „თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“ - ეს „ეიჩესი ჯგუფის“ დამფუძნებლებისა და კომპანიის მთავარი დევიზია, რომელიც დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობით გაწერილ ვალდებულებებთან სრულ თანხვედრაშია.

"ეიჩესი ჯგუფის“ პორტფოლიოში  ყველა სექტორის კომპანიები იყრიან თავს. ჩამონათვალში არიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.  

„პანდემია მოულოდნელი და რთული გამოწვევა აღმოჩნდა სრულიად სამყაროსთვის და, მათ შორის, „ეიჩესი ჯგუფისთვისაც“ – ვირუსის პრევენცია ხომ შრომის უსაფრთხოებაზე გადის. ახალი კორონავირუსის პირველივე შემთხვევების დაფიქსირებიდან,  პარტნიორ ორგანიზაციებში, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვმუშაობთ COVID-19-ის პრევენციაზეც. „ეიჩესი ჯგუფი“ სწრაფად და წარმატებით ადაპტირდა ვირუსის საწყის ეტაპზევე და მას შემდეგ, გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომლებსაც ეს სჭირდება,“ - განმარტავენ კომპანიაში.

„ეიჩესი ჯგუფი“ სტაბილური და პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელიც უკვე 1 წელია აქტიურად ცდილობს წვლილი შეიტანოს  პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დაძლევაში. სწორედ ამიტომ, ეიჩესი ჯგუფი ტურიზმის სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შეღავათებს სთავაზობს.

"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვინდა ტურიზმის სექტორს ჩვენს ყველა სერვისზე 25%-იანი ფასდაკლება შევთავაზოთ. ტურისტული სეზონი სულ ცოტახანია რაც გაიხსნა და თითოეულ წარმომადგენელს გვერდში დგომა სჭირდება,“ - განმარტავენ "ეიჩესი ჯგუფში".

შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, მიკროკლიმატის გაზომვები, შრომის უსაფრთხოების აუდიტი და ტრენინგები - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომელსაც ეიჩესი ჯგუფი ჰორეკა სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს მთელი ზაფხულის განმავლობაში შეღავათიან ფასად სთავაზობს.

Businesspartner