ტურიზმი
03/08/2020

ტურიზმის სექტორში დასაქმებულები სახელმწიფოსგან ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია გიდების და ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პირების კომპენსაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საერთაშორისო ტურიზმის გახსნის ვადების გაურკვევლობიდან გამომდინარე, სექტორის გადასარჩენად ახალგაზრდა გიდების ასოციაცია აგვისტოდან გიდებისა და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისათვის დამატებითი კომპენსაციების გაცემას მოითხოვს.

ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა გადაიხედოს არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მოერგოს ახალ რეალობას; გახანგრძლივდეს საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარების პროგრამა და აჩქარდეს „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით დაანონსებული გიდებისა და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია ასევე ფრენების ეტაპობრივ აღდგენასა და დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიებისთვის (Wizz Air და Ryanair ) მწვანე ზონის ქვეყნებიდან ფრენის უფლების მიცემას მოითხოვს. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ტურისტულ ცენტრებში, ტურიზმის დეპარტამენტებში, დაცულტერიტორიებსა და მუზეუმებში გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე მათი გამოცდილებისა და უნარების გამოყენებას შეუწყობს ხელს.

Businesspartner