ტურიზმი
01/05/2020

თურნავა: COVID-19-ის შემდეგ ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ტურზიმში უსაფრთხო დერეფნებს გახსნის

ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც COVID -19 -ის პანდემიის შემდეგ გახსნის ტურზიმში უსაფრთხო დერეფნებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორი სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმით ისარგებლებს. სექტორი არის ძალიან მასშტაბური და მოიცავს სასტუმროებთან ერთად, გიდებს, ტურ-ოპერატორებს, სატრანსპორტო კომპანიებს და სექტორის სხვა მონაწილეებს.

„ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა მოემზადოს ახალი მოთხოვნებისთვის.

მისი თქმით, ქვეყანა, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოდან შეძლებს გახსნას უსაფრთხო დერეფნები სხვა ქვეყნებთან.

„ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ახალი პოსტკრიზისული პერიოდისთვის. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და აღდგება ტურისტების მიმოსვლა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრები შრომა“, – განაცხადა თურნავამ და აღნიშნა, რომ გეგმა უკვე მუშავდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები