ტურიზმი
24/07/2020

თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება

თუშეთში იტალიური კომპანია საბაგირო გზის მშენებლობას იწყებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ევროა, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად იტალიური კომპანია და მათ შორის სახელმწიფო განახორციელებს.

„აქტიურად ვმუშაობთ თუშეთისკენ მიმავალი საბაგირო გზის მშენებლობაზე, მთავრობასთან ინტენსიური კომუნიკააცია გვაქვს და კერძო კომპანიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, მომავალ წელს უკვე ეს პროექტი სამშენებლო ფაზაში უნდა შევიდეს,“ – ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

საბაგირო გზის კონსტრუქციულ და ტექნოლოგიურ ნაწილს იტალიური კომპანია ჩაიბარებს.

გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია ლოკაციას, საიდანაც ვიწრო, ტყიანი ხეობა სრულდება და გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ლოკაციაზე დასრულდება.

მთავრობაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს თუშეთის, ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

როგორც კახეთის რწმუნებული ამბობს, ყველა პროექტი რაც შეჩერებული იყო COVID19 – ის გამო, განახლებულია. "პანდემიის მიუხედავად, ინტერესი არის, რომ ახალი ტურისტული პროექტები განხორციელდეს", - ამბობს ქადაგიშვილი.

Businesspartner