ტურიზმი
27/05/2021

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა, ვიზიტორებს ელის თუშეთის ეროვნული პარკი.

ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს. ცენტრში შესაძლებელია სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ.

თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.

თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამოდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან - ოქტომბრის ჩათვლით.

ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული

Businesspartner

მთავარი სიახლეები