ტურიზმი
27/07/2021

Ureki hotel G&N: დამსვენებელი ნაკლებია, მიზეზი ხალხის მატერიალური მდგომარეობაა

Ureki hotel G&N-ის დამფუძნებელი ეკატერინე ზალინაშვილი ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე საუბრისას აცხადებს, რომ წლევანდელი სეზონი გასული წლის ზაფხულთან შედარებით, არააქტიურია.

როგორც სასტუმროს მეპატრონე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მიზეზი მრავალმხრივია - კოვიდპანდემია, მოსახლეობაში მძიმე სოციალური ფონი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და  ასე შემდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ შარშან ლოქდაუნი იყო, ჩაკეტილები ვიყავით, უკეთესი  მუშაობა გვქონდა. შარშან მოსახლეობაში მატერიალური მდგომარეობა ალბათ უფრო უკეთესი იყო. წელს საზღვრები გაიხსნა, თუმცა უცხოელებს პისიარ ტესტის გაკეთება საკმაოდ დიდი თანხა უჯდებათ, 4 კაციან ოჯახს 800 ლარი, ამის გამო ყველა თავს იკავებს. სახელმწიფო პისიარ ტესტების თანადაფინასნებაში მაინც რომ შესულიყო, მეტი უცხოელი გვეყოლებოდა. იმდენად ცუდი პირობებით გავიხსენით, ფაქტობრივად, იმან ვისზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული, ყველა ჯავშანი გააუქმა.

რესტორნებშიც მაქსიმუმ 3-4 მაგიდა იდგეს, ხალხი არ არის. კიდევ იმედი გვაქვს, რომ აგვისტოში მაინც გამოსწორდება სიტუაცია და 2-3 კვირა მაინც მოგვიწევს შედარებით აქტიურად მუშაობა,“ - აცხადებს ზალინაშვილი.

მისივე განცხადებით, მიღებული შემოსავალის 70% გადასახადებზე  მიდის, მათ შორის კომუნალურებზე, შედეგად, სასტუმრო ძალიან მცირე მოგებაზე მუშაობს. „თუ ტაქსმა მოგიყვანა კლიენტი, 10-15% მას მიაქვს,“ - აცხადებს ზალინაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები